ოპერა პირველად რენესანსის დროინდელ იტალიაში გამოჩნდა, როგორც გართობის ელემენტი. მან ხალხში სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და ევროპის სხვა ქვეყნებიც დაიპყრო.
რენესასნსის პერიოდში ადამიანებს მოსწონდათ ყველაფერი, რასაც კი საერთო ჰქონდა ანტიკურ საბერძნეთთან და რომთან. ასე რომ, როდესაც ფლორენციაში სწავლულთა, პოეტთა და მუსიკოსთა ჯგუფები მათი დროის დრამის შექმნის გზებს ეძებდნენ, აზრად მოუვიდათ ძველი ბერძნებისათვის მიებაძათ, რომლებიც, როგორც მათ სჯეროდათ, კი არ ლაპარაკობდნენ, არამედ მღეროდნენ. 1957 წელს ასე შეიქმნა საოპერი ჟანრის პირველი ნიმუში "დაფნე" ჯაკომო პერის მუსიკაზე. “დაფნეს” მალევე მოჰყვა პერის მეორე ოპერა “ევრიდიკე”, რომელიც 1960 წელს დაიდგა. ეს მუსიკალური დრამები (სწორედ ასე ერქვა მაშინ ამ ჟანრს, ტერმინი “ოპერა” მხოლოდ მე-18 საუკუნეში შემოდის) თავისი ექსპერიმენტული ხასიათის გამო მხოლოდ ხელოვანთა და არისტოკრატთა ვიწრო წრეში საჩვენებლად იყო განკუთვნილი.
No comments:
Post a Comment